დევნილი მეწარმეების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს დირექტორს შეხვდა - Palitra News

დევნილი მეწარმეების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს დირექტორს შეხვდა

2025-09-05 13:32:48+04:00

დევნილი მეწარმეების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს დირექტორს შეხვდა. მხარეებმა არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და საერთო ინიციატივების ფარგლებში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მეწარმეების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მეწარმეობის, ინვესტიციებისა და ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.