საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სახელმწიფო   პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა - Palitra News

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სახელმწიფო   პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

2025-09-05 13:32:03+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ მონაწილეებთან ერთად პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო თემებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია. ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი 142 წლის წინ 1883 წლის 4 სექტემბერს დაარსდა. სიმბოლურია, რომ პირველი სხდომა სწორედ ამ დღეს გაიმართა.