2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის ანგარიშით 2:3 დასრულდა. პირველი გოლი შეხვედრაში თურქებმა გაიტანეს. თურქების კარში საქართველოს ნაკრებიდან გოლი ზურიკო დავითაშვილმა შეხვედრის 63-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრის დამატებით დროში თურქეთის კარში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მეორე შეხვედრას საქართველო 7 სექტემბერს, კვლავ "დინამო არენაზე", ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.