წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ სანზონის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერიან პაპუაშვილი რაიონის მოსახლეობას შეხვდა. ამომრჩევლებთან შეხვედრა იფნის, ზვარეთის კვერნაულისა და ედისის ქუჩების მიმდებარედ გაიმართა. მაჟორიტარი კანდიდატი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს, განიხილეს და ერთად დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს.