თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს თავდაცვის ახალი კოდექსის ფარგლებში ამოქმედებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობა და მისი შედეგები გააცნო.
მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალ პირობებზე, გაწვევის ვადებზე, სახელფასო დანამატებსა და გაუმჯობესებულ სოციალურ პირობებზე, რამაც ახალგაზრდების ნებაყოფლობით დარეგისტირების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.