საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“-ი მიიჩნევს, რომ ჯგუფური ძალადობის საქმეში ბრალდებული 19 დემონსტრანტისა და საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესები აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას მომიტინგეების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საერთაშორისო ორგანიზაციის ამ მოსაზრებას ეთანხმებიან. ამის საპირისპიროდ, „ქართულ ოცნებაში“ საპროტესტო აქციების ძალადობრივ ხასიათზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის ობიექტურობაში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა.