საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიას განსაზღვრული ვადის ზუსტად ბოლო დღეს, 31 აგვისტოს რეკომენდაციების შესრულების შესახებ განახლებული ინფორმაცია წარუდგინა - Palitra News

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიას განსაზღვრული ვადის ზუსტად ბოლო დღეს, 31 აგვისტოს რეკომენდაციების შესრულების შესახებ განახლებული ინფორმაცია წარუდგინა

2025-09-04 15:58:04+04:00

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიას განსაზღვრული ვადის ზუსტად ბოლო დღეს, 31 აგვისტოს რეკომენდაციების შესრულების შესახებ განახლებული ინფორმაცია წარუდგინა. რა ბედი ელის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას - ეს ჯერ უცნობია, ახლა კი კომისიამ რეკომენდაციების შესრულება ოფიციალურად უნდა შეაფასოს - ამის ანგარიში მიმდინარე წლის ბოლოს გამოქვეყნდება. მანამდე პოლიტიკოსები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ, „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ამის საპასუხოდ, ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებას ევრო რეკომენდაციები რეალურად არ შეუსრულებია.