ქართულ ბანკებში ჩინური ფულის დეპოზიტების მოცულობა იზრდება - Palitra News

ქართულ ბანკებში ჩინური ფულის დეპოზიტების მოცულობა იზრდება

2025-09-04 13:58:14+04:00

ქართულ ბანკებში ჩინური ფულის დეპოზიტების მოცულობა იზრდება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ წლის ივლისის ბოლოსთვის, საბანკო სექტორში თითქმის 36 მილიონი ლარის მოცულობის ჩინეთის ეროვნული ვალუტის დეპოზიტია განთავსებული, რაც დღევანდელი კურსით 95 მლნ იუანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით იუანის მოცულობა თითქმის 158%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ზოგადად სტატისტიკას, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივლისის ბოლოსთვის, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ, რა თქმა უნდა ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა თითქმის 62 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც თითქმის 2%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი არ შეცვლილა და ისევ 50 პროცენტის ფარგლებში რჩება. რაც შეეხება უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებს, დოლარის წილი ისევ ყველაზე მაღალია და 79%-ზე მეტს შეადგენს, ხოლო ევროს წილი 19%-იან ნიშნულს უახლოვდება.