შარშანდელთან შედარებით ფასების საშუალო დონე საქართველოში თითქმის 5%-ით გაიზარდა, თუმცა მთელ რიგ, ცალკეულ პროდუქტებზე მნიშვნელოვანი ფასის მატება შეინიშნება, რომელიც ზოგ შემთხვევაში 100%-საც კი აღწევს - Palitra News

შარშანდელთან შედარებით ფასების საშუალო დონე საქართველოში თითქმის 5%-ით გაიზარდა, თუმცა მთელ რიგ, ცალკეულ პროდუქტებზე მნიშვნელოვანი ფასის მატება შეინიშნება, რომელიც ზოგ შემთხვევაში 100%-საც კი აღწევს

2025-09-04 13:56:28+04:00

შარშანდელთან შედარებით ფასების საშუალო დონე საქართველოში თითქმის 5%-ით გაიზარდა, თუმცა მთელ რიგ, ცალკეულ პროდუქტებზე მნიშვნელოვანი ფასის მატება შეინიშნება, რომელიც ზოგ შემთხვევაში 100%-საც კი აღწევს. საქსტატის მონაცემებით, ამ წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა. ამ მონაცემების მიხედვით, აგვისტოში წლიურად ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებში ლიდერია ლიმონი, ციტრუსის ფასი 99%-ით არის გაზრდილი. ასევე, გაძვირებულია ხილი და ბოსტნეული საშუალოდ 15%-ით. შარშანდელთან შედარებით, პურის და პურპროდუქტების ფასიც კი გაზრილია 9,5%-ით. დაახლოდებით 9%-ით არის გაზრდილი ფასები ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, თუმცა აქაც ცალკეულ კომპონენტში ფასის განსაკუთრებული მატება შეინიშნება. ასე მაგალითად, 22%-ით არის გაზრდილი ბაზარზე ტკივილგამაყუჩებლების ფასი. ერთი წლის განმავლობაში 30%-ით არის მომატებულია ოქროს ნაკეთობების სარეალიზაციო ღირებულება. თუმცა წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მაინც სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების მატებამ იქონია.