სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ახორცილებს. აჭარაში, სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონებში, ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავების პარალელურად, საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება. დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში სასიმინდე ფართობების აბსოლუტური უმრავლესობა დამუშავებულია, თუმცა, ღონისძიებები გრძელდება სასიმინდე კულტურების საგვიანო ჯიშის ნათესებში.