საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი „მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი “ გახსნა - Palitra News

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი „მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი “ გახსნა

2025-09-04 13:10:34+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი „მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი “ გახსნა. ცენტრში თავმოყრილი უახლესი სამეცნიერო აპარატურის გამოყენებით შესაძლებელი იქნება ინოვაციური ბიოსამედიცინო კვლევების მხარდაჭერა. კვლევითი ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული დაწესებულებისთვის, არამედ ფართო აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის. „მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრის“ შექმნისათვის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2022 წელს 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.