ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ თანამდებობა დატოვა - Palitra News

ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ თანამდებობა დატოვა

2025-09-04 13:07:24+04:00

ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ თანამდებობა დატოვა. შსს-ში აცხადებენ, რომ ირაკლი დგებუაძე მუშაობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე აგრძელებს. ამ დროისათვის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას გოჩა ვანაძე ასრულებს, რომელიც ირაკლი დგებუაძის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის პოზიციაზე 2022 წლიდან იმყოფებოდა. გამოძიების თანახმად, ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად არის ცნობილი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეში. გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე [ირაკლი დგებუაძეზე] თავდასხმას ედავება.