საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ ჯგუფური ძალადობის საქმეში ბრალდებული 19 დემონსტრანტისა და საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესები აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას მომიტინგეების დასასჯელად და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად იყენებს. ორგანიზაციის პოზიციას იზიარებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. საპროტესტო აქციების ძალადობრივ ხასიათზე საუბრობენ ქართულ ოცნებაში და აცხადებენ, რომ ქართული სასამართლო სისტემის ობიექტურობაში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა.