აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტს თეთრ სახლში უმასპინძლა - ტრამპმა პოლონელ კოლეგას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა ვაჭრობასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილა. დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ აშშ-ისთვის პოლონეთი განსაკუთრებული ურთიერთობების კატეგორიაშია.