რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტტები გუშინაც შეიკრიბნენ - Palitra News

რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტტები გუშინაც შეიკრიბნენ

2025-09-04 09:25:27+04:00

რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტტები გუშინაც შეიკრიბნენ. პარლამენტთან შეკრებილებს პროტესტის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე იყვნენ შეკრებილები. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მარშით მივიდნენ. მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ხმაურითა და შეძახილებით აპროტესტებდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს.