10 სექტემბერს აშშ-ის ჰელსინკის კომისია მოსმენას გამართავს თემაზე „საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ - Palitra News

10 სექტემბერს აშშ-ის ჰელსინკის კომისია მოსმენას გამართავს თემაზე „საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“

2025-09-04 09:24:31+04:00

10 სექტემბერს აშშ-ის ჰელსინკის კომისია მოსმენას გამართავს თემაზე „საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“. კომისიის წევრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.მოსმენაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს საგარეო კურსსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინი აქვთ – მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებს ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.