საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ ჯგუფური ძალადობის საქმეში ბრალდებული 19 დემონსტრანტისა და საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესები აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას მომიტინგეების დასასჯელად და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად იყენებს. ორგანიზაციის განცხადებით, „საქართველომ უნდა გააუქმოს ეს უსამართლო განაჩენები და გაათავისუფლოს ან უზრუნველყოს სამართლიანი ხელახალი სასამართლო პროცესი. გუშინ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გადააკვალიფიცირა და თითოეულ მათგან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა საბა სხვიტარიძეს, რომელიც პოლიციელ მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო ნარკოდანაშაულის ბრალბით დაკავებული ნიკა კაცია. ქართული ოცნების ოპონენტები პოლიტიკურ მმართლმსაჯულებაზე საუბრობენ.