„პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ - ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს მოსმენას გამართავს. გავრცლეებულ განცხადებაში ჰელსინკის კომისია ქართულ ოცნებას აკრიტიკებს. ჰელსინკის კომისია მიიჩნევს, რომ მათ შორის ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით ქართული ოცნება რეგიონში აშშ-ის ინტერესებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მოსმენის დროს ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებასაც განიხილავენ. შეხვედრაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის მოუსმენენ.