სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - სუს-ის უფროსის თანამდებობა მამუკა მდინარაძემ დაიკავა. ახალ პოსტზე მის კანდიდატურას პარლამენტის 85- მა წევრმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა საკითხის განხილვის გარეშე ჩატარდა. მანამდე მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე მოუსმინეს. სუს-ის ახალი უფროსი აცხადებს რომ უწყებაში საკუთარი გუნდით მიდის და ამის შესახებ ინფორმაციას ხვალ გაასაჯაროვებს.