ე.წ საბოტაჟის საქმეზე საქართველოს პროკურატურის მიერ მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარებული ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება აბსურდულია. მათი შეფასებით, ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლასა და მათ დაშინებას ცდილობს. დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს „სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე. მისი თქმით, კითხვები ძირითადად საპროტესტო აქციებს და შესაძლო ძალადობას შეეეხებოდა. ე.წ საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 12 იურიდიული პირის - ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია.