მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა პირების საქმეებზე განაჩენის გამოცხადებას გუშინ საპროტესტო აქციაც მოჰყვა - Palitra News

მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა პირების საქმეებზე განაჩენის გამოცხადებას გუშინ საპროტესტო აქციაც მოჰყვა

2025-09-03 12:49:22+04:00

მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა პირების საქმეებზე განაჩენის გამოცხადებას გუშინ საპროტესტო აქციაც მოჰყვა. მოქალაქეებმა ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის, ასევე ანტონ ჩეჩინის საქმეზე მოსამართლეთა გადაწყვეტილება გააპროტესტეს. გავრცლებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23-მდე პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთისგან პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. უწყების ცნობით, 1963 წელს დაბადებული პირი 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. მათივე ინფორმაციით დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაა ამოღებული.