საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა „მსურველთა კოალიციის“ სხდომის წინ გაიმართება, რომელიც 4 სექტემბერს პარიზში ჩატარდება. ელისეს სასახლეში აცხადებენ, რომ მიზანი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მიღწეული ტექნიკური შეთანხმებების დაფიქსირება და რუსეთის მიმართ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაა. როგორც ფრანგი წარმომადგენელი აღნიშნავს, პარტნიორი ქვეყნები მზად არიან უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ოფიციალურად შესთავაზონ.