რა პასუხი ექნება ევროკომისიას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე - ევროკომისია ახლა ქართული ოცნების მიერ გაგზავნილიო დოკუმენტის გახილვას აპირებს. ამავდროულად სახელისუფლებო გუნდის მისამართით კრიტიკული გზავნილები არ წყდება საქართველოში აკრედიტებული ელჩების მხრიდანაც. გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში ბევრი რამ რისკის ქვეშაა. თავის მხრივ, სახელისუფლებო გუნდის წევრები კი კვლავ მიიჩნევენ რომ საკითხს ზოგიერთი ევროპელი ლიდერი შანტაჟის მექანიზმად იყენებს. განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში, სადაც აცხადებენ, რომ უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეები რეალურია.