საქართველოს პარლამენტი დღეს სუსის ახალ უფროსს აირჩევს - Palitra News

საქართველოს პარლამენტი დღეს სუსის ახალ უფროსს აირჩევს

2025-09-03 09:24:19+04:00

საქართველოს პარლამენტი დღეს სუსის ახალ უფროსს აირჩევს. ანრი ოხანაშვილს, რომელმაც თანამდებობა დანიშვნიდან რამდენიმე თვეში დატოვა, მამუკა მდინარაძე შეცვლის. საპარლამენტო უმრავლესობა უწყების ახალ ხელმძღვანელს - 6 წლის ვადით აირჩევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის წარდგენის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტში უკვე შევიდა. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ მდინარაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო ინსტიტუტი უფრო მეტად გაძლერდება. ხელისუფლების ოპონენტები ანრი ოხანაშვილის მუშაობას აკრიტიკებენ. მიიჩნევენ, რომ საკადრო ცვლილებებით არაფერი იცვლება.