თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ პირთა სამ საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ პირთა სამ საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

2025-09-03 09:23:37+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ პირთა სამ საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სასამართლოში თავდაპირველად „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხვიტარიძე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი გამოაცხადებს. 17:00 საათზე კი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას საბოლოო სიტყვას მოისმენს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, რომელიც აღნიშნულის შემდეგ განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. დაკავებულთა ოჯახის წევრებს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.