სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს - სოციალურ ქსელში გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა 5 სექტემბერს ჩაინიშნა. გარდა ამისა, სლოვაკეთის პრემიერს მომდევნო 4 დღის განმავლობაში შეხვედრები ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთანაც აქვს დაგეგმილი. რობერტ ფიცოს განცხადებით, პუტინთან და სი ძინპინთან ორმხრივ შეხვედრა ჩინეთში შედგება. ფიცო ერთადერთი ევროპული ქვეყნის ლიდერია, რომელიც ჩინეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება.