თბილისის მერიის ინიციატივით, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები „ევროპული ახალგაზრდული ბარათით“ ისარგებლებენ. მერიის ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვა, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებასა აერთიანებს, მიმდინარე წლის შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი. „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პრეზენტაცია დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გამართა. მანვე „საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორთან, არჩილ გაჩეჩილაძესთან ერთად შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერა.