პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა მიმდინარეობს. წულუკიანის ინფორმაციით, 460 გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად, დაკავებულ პირთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური, და ატარებდა საყოველთაო ხასიათს. როგორც დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა ის პირები, რომლებიც თავად ჩადიოდნენ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას. კომისია 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვის ინიციატივით გამოდის.