საქართველოში საბანკო სესხები გაძვირდა - Palitra News

საქართველოში საბანკო სესხები გაძვირდა

2025-09-02 14:12:49+04:00

საქართველოში საბანკო სესხები გაძვირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის ივლისში საპროცენტო განაკვეთებმა სესხებზე საშუალოდ 13.5% შეადგინა, ეს მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 12.9% იყო. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 14.57%-დან 15.73%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 9.31%-დან 9.8%-მდე. რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, შინამეურნეობებისთვის გაძვირდა თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი, მცირედით, ფაქტობრივად უმნიშვნელოდ მხოლოდ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი გაიაფდა. მაგალითისთვის, თუ იპოთეკურ სასხზე საპროცენტო განაკვეთი შარშან საშუალოდ 11,57% იყო, წელს უკვე 13,12%-მდეა გაზრდილი; ავტოსესხის საშუალო საპპროცენტო განაკვეთი 21, 44%-დან, გაიზარდა 24, 19%-მდე, სამომხმარებლო არაუზრუნველყოფილი სესხის ღირებულება კი 13,42%-დან თითქმის 15%-მდე გაძვირდა.