საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 8%-ია დაზღვეული, სამედიცინო დაზღვებით კი მოსახლეობის 21% სარგებლობს. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის 6 თვის განმავლობაში პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 802 მილიონი ლარი შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში მზღვეველების სადაზღვევო მოგება 162 მლნ ლარს გაუტოლდა, წმინდა მოგებამ კი 56 მლნ ლარი შეადგინა. მოზიდულ სადაზღვევო პრემიაში ყველაზე დიდი წილი უკავია სამედიცინო და ავტო დაზღვევას. კერძოდ, 2025 წლის პირველ ნახევარში 9.7%-იანი ზრდა აჩვენა სამედიცინო დაზღვევის პრემიებმა და 374 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევას [რკინიგზის ტრანსპორტის გარეშე], 2025 წლის საანგარიშო პერიოდში პრემიამ თითქმის 156 მლნ ლარი შეადგენდა, რაც წლიურად 18.5%-იანი ზრდაა. ცნობისთვის, საქართველოში რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობენ. ამასთანავე, ექვს თვეში სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს მილიარდ 727 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი 466 მილიონ ლარს.