პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება ცნო - Palitra News

პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება ცნო

2025-09-02 13:14:03+04:00

პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება ცნო. საუბარია 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატისადგილმონაცვლის მანდატის ცნობაზე. საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტის გამოკლებული წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ადგილმონაცვლე არის გელა აბულაძე, ანა ბუჩუკურის ადგილმონაცვლე - ჯემალ ანანიძე, ბექა ლილუაშვილის ადგილმონაცვლე - ქეთევან ბაკარაძე, ბერდია სიჭინავას ადგილმონაცვლე - რუსუდან თევზაძე, თეონა აქუბარდიასადგილმონაცვლე - მალხაზ თორია, ნათია მეზვრიშვილის ადგილმონაცვლე - შალვა კერესელიძე, ლევან გოგიჩაიშვილისადგილმონაცვლე - სალომე კობალაძე, გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე - გიგა ფარულავა, ზვიად ძიძიგურისადგილმონაცვლე - ვიკა ფილფანი, როინ ქოჩორაშვილის ადგილმონაცვლე - გიორგი შარაშიძე, კახა ქემოკლიძისადგილმონაცვლე - თამარ ხვედელიანი, ხოლო ზაზა თავაძის ადგილმონაცვლე - სოფიო ხორგუანი.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, 2 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით შეუწყდათ.

XI მოწვევის პარლამენტში მანდატი ჯამში, პარლამენტის 61 ოპოზიციონერ წევრს შეუწყდა. ოპოზიციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების კანონიერება, პარლამენტის ლეგიტიმურობა არ ცნო და პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ სხვა ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებებისგან განსხვავებით, საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. შესაბამისად, პარლამენტის დღის წესრიგში მათი გამოკლებული წევრების უფლებამონაცვლეთა ცნობის საკითხი დადგა.