აგრესორი ქვეყნის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა გრძელდება - რუსულმა ძალებმა კიევის ოლქს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი ავტოფარეხის კოოპერატივში ხანძრის ჩაქრობის დროს აღმოაჩინეს. რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმსაც შეუტიეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ხანძარი იყო ოდესის ოლქშიც. თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.