თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2025-09-02 12:39:10+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მანამდე, ჩეჩინმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. ის მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ბრძოლას განაგრძობს. განაჩენის გამოცხადებას დამსწრეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.