ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 60 000 რეზერვისტის თანდათანობით მობილიზაცია იწყება - Palitra News

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 60 000 რეზერვისტის თანდათანობით მობილიზაცია იწყება

2025-09-02 09:26:58+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 60 000 რეზერვისტის თანდათანობით მობილიზაცია იწყება. - ჯარისკაცები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განლაგდებიან. 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი ვალდებული იქნება, სამსახურში 2 სექტემბერს გამოცხადდეს. მეორე ტალღის მობილიზაცია ნოემბერ-დეკემბერის თვეში, ხოლო მესამე ტალღის – 2026 წლის თებერვალ-მარტშია დაგეგმილი. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამჟამად მოქმედი 20 000 რეზერვისტისთვის დამატებით 30-40 დღით რეზერვისტთა სამსახური გაახანგრძლივა.