მოქალაქეები მერი და დავით დალაქიშვილები წლების განმავლობაში საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებას ცდილობენ - Palitra News

მოქალაქეები მერი და დავით დალაქიშვილები წლების განმავლობაში საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებას ცდილობენ

2025-09-02 09:25:14+04:00

მოქალაქეები მერი და დავით დალაქიშვილები წლების განმავლობაში საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებას ცდილობენ. მათ თბილისის მერიას ოფიციალური განცხადებით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ დღემდე კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ. როგორც ცნობილია, მოქალაქეები უფლებამოსილ პირთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა, ამაოდ.მოქალაქეები აცხადებენ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარდგენილი აქვთ და კანონის შესაბამისად საკუთრების გაფორმებას ითხოვენ. მიუხედავად ამისა, თბილისი მერიიდან მათ მოთხოვნაზე დღემდე არანაირი პასუხი არ მიუღიათ. დალაქიშვილების განცხადებით, ქალაქის მუნიციპალიტეტს მათ სასამართლო დავაც მოუგეს.