გაეროს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არამედ მიხეილ ყაველაშვილი წარადგენს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ყაველაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მშობლიურ ენაზე, ქართულად მიმართავს. კობახიძის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, საარჩევნო პერიოდია, რომელშიც, როგორც თავად ამბობს, აქტიურადაა ჩართული. გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესია სამშაბათს, 9 სექტემბერს გაიხსნება.