მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის თაობაზე ღია წერილით მიმართავს - რა წერია ყაველაშვილის განცხადებაში და როგორ გამოეხმაურნენ მას პოლიტიკური მხარეები? - Palitra News

მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის თაობაზე ღია წერილით მიმართავს - რა წერია ყაველაშვილის განცხადებაში და როგორ გამოეხმაურნენ მას პოლიტიკური მხარეები?

2025-09-01 21:22:55+04:00

„ქართული ოცნება“ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ითხოვს. სწორედ აღნიშნულ საკითხზე მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს. როგორც ის წერს, ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე საქართველოში ე.წ. „დიპ სთეითის“ დომინირებით, რასაც, ყაველაშვილის წერილის თანახმად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „პასიურად აკვირდება“. მისივე განცხადებით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან და პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი აღადგინა, თუმცა, ამ ფონზე, არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ. უფრო დეტალურად რა წერია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში და როგორ გამოეხმაურნენ მას პოლიტიკური მხარეები?