საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გუშინ მიეწოდა - Palitra News

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გუშინ მიეწოდა

2025-09-01 21:22:01+04:00

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გუშინ მიეწოდა. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ვადა სწორედ 31 აგვისტოს იწურებოდა. „ქართულ ოცნებაში“ სანქციებისა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავენ და უკვე აქამდე მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნებაზე უარს ამბობენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.