პარლამენტის პროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანრი ოხანაშვილისთვის სუსის უფროსის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. საკითხი პლენარულ სხდომას წარედგინება. სესიის გახსნისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძის არჩევა იქნება. პარლამენტი სუს-ის ახალ უფროსს - 6 წლის ვადით აირჩევს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებებით რეალურად არაფერი იცვლება და საქართველოს ხელისუფლება ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადმას გააგრძელებს. "ქართული ოცნება" მამუკა მდინარაძეს წარმატებებს უსურვებს და იმედოვნებს, რომ მისი ხელმძღვანელობით სახელმწიფო ინტიტუტი კიდევ უფრო გაძლერდება.