ქუთაისში პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა - Palitra News

ქუთაისში პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა

2025-09-01 14:40:07+04:00

პოლიციამ ქუთაისში დააკავა ქალი, რომელმაც ორ წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.