1. ჩინეთის ქალაქ ტიანძინში დღეს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომა მიმდიანრეობს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომა ჩინეთის მეთაურმა გახსნა. მას რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც ესწრება. სხდომა ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერთა სამიტის ფარგლებში იმართება, რომელსაც ტიანძინი 31 აგვისტოდან მასპინძლობს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წლის ივნისში ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის ლიდერებმა დააფუძნეს. 2017-2024 წლებში ორგანიზაციას შეუერთდნენ ინდოეთი, პაკისტანი, ირანი და ბელარუსი. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პარტნიორია 15-მდე ქვეყანა, მათ შორის სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი.