რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისში რუსეთი იცავს იმ მიდგომას, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას სხვის ხარჯზე. პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომის მიზეზებად 2014 წელს უკრაინის სახელმწიფო ცვლილებები და დასავლეთის ჩართულობა უკრაინის ნატო-ს წევრად გახდომის პროცესებში დაასახელა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით კი,ტრამპის მიერ რუსეთისთვის მიცემული ორი კვირა იწურება.