“ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" წევრების შეფასებით, რვა ოპოზიციური პარტიის საერთო მიზანი - ბოიკოტი გამოეცხადებინათ თვითმმართველობის არჩევნებისთვს - უკვე მიღწეულია. მათი თქმით, ქართული ოცნების წინააღმდეგ პარტიებთან შეთანხმებულ მოქმედებებს გააგრძელებენ, თუმცა ცალკეულ ინდივიდებთან სამომავლო ურთიერთობებს გამორიცხავენ. პარალელურად, გახარია საქართველოსთვის გუნდსა და ძლიერ საქართველოში დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ დასახელებული მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, კახა კალაძეს სათანადო კონკურენციას გაუწევს. დამაჯერებლი გამარჯვების მოპოვების იმედი აქვთ ქარულ ოცნებაშიც.