2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. პირველი პლენარული სხდომა, სავარაუდოდ, პერსონალურ საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა. მათ შორისაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის ცნობად მიღება და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის არჩევა."ქართულ ოცნებაში" მორიგ საკადრო ცვლილებას ოპოზიცია შიდა პარტიულ დაპირისპირებას უკავშირებს. საკადრო როტაცია კი არ უკვირთ მმართველ გუნდში.