უცხოური მედიის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ავღანეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.მედია იუწყება, რომ ათობით სახლი ნანგრევებად იქცა და არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. თალიბანის მთავრობის წარმომადგენლებმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მოუწოდეს, შორეულ მთიან რაიონებში სამაშველო სამუშაოებში დახმარება გაუწიონ, რადგან ზოგიერთ მათგანში წვდომა, მეწყერისა და წყალდიდობის გამო, მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი.