უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტრამპის მიერ რუსეთისთვის მიცემული ორი კვირა იწურება. ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორი კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთს რეალური მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის გამოსახატად ორი კვირა მისცა. უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ოთხდღიანი ვიზიტით ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, ამ მდგომარეობიდან ისევ თავს დაიძვრენს.