"გახარია საქართველოსთვის" გუნდსა და ძლიერ საქართველოში დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ დასახელებული მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, კახა კალაძეს სათანადო კონკურენციას გაუწევს. არჩევნების პარალელურად, 4 ოქტომბერს ბოიკოტში მყოფი პარტიები საპროტესტო აქციას აანონსებენ. ფიქრობენ რომ ,,ქართული ოცნების" დამარცხება ქუჩის პროტესტსა და საერთაშორისო სანქციებს შეუძლია. თავის მხრივ, საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, როგორც კახა კალაძე, ისე ქართული ოცნების გუნდის სხვა წარმომადგენლებიც.