ევრორეკომენდაციების შესასრულებლად განსაზღვრული ვადა ამოიწურა - შეუჩერებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლას?! საკითხი ახლა ასე დგას. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულმა პოლიტიკამ 2017 წლის მონაპოვარს საფრთხე შეუქმნა. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. მათი აზრით, საფრთხეების აცილება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით შესაძლებელი იქნებოდა. მმართველი გუნდის წარმომადგენებლის აზრით კი, ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად რეალური საფუძვლები არ არსებობს.