შერაზ გასრი - ნახვამდის საქართველო, მადლობა საფრანგეთის გუნდს ურყევი თავდადებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში - Palitra News

შერაზ გასრი - ნახვამდის საქართველო, მადლობა საფრანგეთის გუნდს ურყევი თავდადებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში

2025-08-31 16:52:35+04:00

მადლობა საფრანგეთის გუნდს მათი ურყევი თავდადებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში. მეც ისეთივე დამძიმებული გულით ვტოვებ მას, როგორც ქართველები,- ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი სოციალურ ქსელში წერს.

"ნახვამდის საქართველო. მადლობა საფრანგეთის გუნდს მათი ურყევი თავდადებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში. მეც ისეთივე დამძიმებული გულით ვტოვებ მას, როგორც ქართველები. გაუმარჯოს!", - წერს გასრი.

ინფორმაციისთვის, შერაზ გასრის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო აგვისტოს დასაწყისში დანიშნა.