რუსეთმა უკრაინას 142 დრონით შეუტია, დარტყმა 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა - Palitra News

რუსეთმა უკრაინას 142 დრონით შეუტია, დარტყმა 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა

2025-08-31 11:07:18+04:00

რუსებმა უკრაინას 142 უპილოტო საფრენ აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 126 ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 16 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ჩამოგდება კი - 6 ლოკაციაზე.

ცნობისთვის, 31 აგვისტოს ღამეს რუსეთმა ოდესის ოლქზე დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაშავდა.